გიორგი ასათიანი: ჩვენი სექტორი – ფიტნეს კლუბები ფინანსური კოლაფსის წინაშეა

ფიტნეს კლუბი “ოქტორპუსის” დამფუძნებელი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ ფიტნეს სექტორი ფინანსური კოლაფსის წინაშეა, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა, ვინაიდან შეზღუდვების პირველ ეტაპზე 6 თვე დაკეტილი იყო.

მისი თქმით, აუცილებელია კომუნიკაცია სახელმწიფოსთან, რათა მოხდეს მეტი შეღავათების დაწესება.

“კარგად გვესმის, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რაც აისახება ქვეყანაზე და მის ეკონომიკაზე. ამიტომაც საჭიროა სექტორების მიხედვით გაანალიზება. მე შემიძლია ვილაპარაკო ფიტნეს კლუბებში რა ხდება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. იმიტომ, რომ პირველი ლოქდაუნის პერიოდში ჩვენ პირველები ვიყავით ვინც დავიკეტეთ და ბოლოები ვინც გავიხსენით, ანუ დააახლოებით 6 თვე დაკეტილები ვიყავით.

ახლა, მეორე წერტილოვანი დაკეტვის პერიოდშიც ანალოგიურად 2 თვის მანძილზე დაკეტილები ვართ. გავიხსენით ზაფხულში და მოდი ვთქვათ, რომ მომართვიანობა იყო დაბალი, შემოსავალი შემცირებული და ხარჯები გაზრდილი. ბუნებრივია, რომ ზარალიანი პერიოდი იყო.

სექტორს ძალიან უჭირს და ფინანსური კოლაფსის წინაშე დგას. ამიტომ, აუცილებელია კომუნიკაცია სახელმწიფოსთან, რომ ჩვენს სექტორზე მოხდეს უფრო მეტი შეღავათების დაწესება. იქნება ეს დამატებით საგადასახადო შეღავათები თუ საბანკო ვალდებულებების – პროცენტების სუბსიდირება”, – განაცხადა გიორგი ასათიანმა ‘”ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად