A1 ბანერი

გიორგი ასანიძე: მე მინდა, სულ უფრო მეტი მედალი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და სულ გახარებული იყოთ

3 ოქრო და ორი მსოფლიო რეკორდი – ლაშა ტალახაძემ მაყურებლის მოლოდინს კიდევ ერთხელ გადააჭარბა და 478 კილოგრამის დამორჩილებით ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ტრავმის მიუხედავად, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო გუნდის კაპიტანის ირაკლი თურმანიძის გამოსვლა, ვეტერანმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 447 კილოგრამით საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ორივე გოლიათს საშეჯიბრო დარბაზში გიორგი ასანიძის შეძახილები ამხნევებდა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წონების სწორად შერჩევის სტრატეგოსია, რაც ხელს უწყობს ქართველ ძალოსნებს წარმატებების მოპოვებაში.

თავად ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი კმაყოფილებასა და სიხარულს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვერ მალავდა:

“ვულოცავ ლაშას ამ წარმატებას, რომელმაც გაგვანებივრა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის, ყველა სრტრუქტურას, ყველა უწყებას, ყველა ჟურნალისტს, ყველა სპორტსმენს. მე ვფიქრობ საერთო ჯამში ძალიან კარგად გაართვა თავი ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. მე არ ვიძახდი ბევრს, მაგრამ დაგეგმილი გვქონდა 8-10 მედალი, თუმცა გადააჭარბეს და ეს მედლები 15-მდე ავიდა. მე მინდა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას იმიტომ, რომ ყველა გახარებული იყოთ,”- აცხადებს გიორგი ასანიძე.

2015 წლიდან მოყოლებული, მძიმე წონას ქართველი ძალოსნები განაგებენ. 2015 წელს ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე გახდა, შემდეგ კი სადავეები ტალახაძემ აიღო.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 15 მედლით დაასრულა. აქედან 5 უმაღლესი სინჯისაა, 6 ვერცხლის, ხოლო 4 ბრინჯაოსი. მათ შორის ერთი ოქრო ორჭიდის ჯამშია მოპოვებული.

ევროპის ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში გუშინ გოლიათების გამოსვლით 109 კილოგრამი წონით კატეგორიით დაიხურა. მაყურებლის რაოდენობა საშეჯიბრო დარბაზმა ვერ დაიტია.

ქართველ ძალოსნებს დარბაზიდან ემოციურად გულშემატკივრობდა საქარყველოს პრემიერ მინისტრიც. შეჯიბრის დასრულების შემდეგ ევროპის 42 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენიდან საუკეთესოების დაჯილდოება მოეწყო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...