გიორგი ასანიძე: ჩვენი მიზანია, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილები მოვიპოვოთ

საქართველოს ძალოსნობის უფროსმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ "აიპრესთან" 2015 წლის შედეგებსა და 2016 წლის გეგმებზე ისაუბრა.

"2016 წელი ოლიმპიური წელია და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ძალოსნობაში კიდევ რამდენიმე სპორტსმენი მოიპოვებს ლიცენზიას და ჩვენი გუნდი ღირსეულად წარსდგება რიოს ოლიმპიადაზე და იმ ტრადიციებს არ დაარღვევს, რაც წარსულში გვქონდა. 

2015 წელი ძალოსნობისთვის და არამხოლოდ ძალიან კარგი წელი გამოდგა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს გვყავს როგორც კონტინენტის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონები, არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ, თუმცა ეს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. ჩვენი ფსონი გაიზარდა და შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ დარჩენილი დრო, რათა ღირსეულად წარვსდგეთ ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა სპორტის სახეობებსაც ვუსურვებ წრმატებებს. ჩვენი მიზანია ოლიმპიურ თამაშებზე მაღალი ხარისხის მედლების მოპოვება და ეს უფრო მეტად გაალამაზებს სპორტულ სამყაროს, რომელიც აქამდე არ ღალატობდა ტრადიციებს", – განაცხადა გიორგი ასანიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად