გიორგი არევაძე: მოვითხოვთ, დადგინდეს დამნაშავეა თუ არა მოსამართლე კოჭლამაზაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ და სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართეს. 

"მოსამართლეთა კორპუსი შეშფოთებულია ბოლო დროს სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის გამო. ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება აქტიურად მიმნიდნარეობს ცალკეული მოსამართლეების და ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ. 

ჩვენ მოსამართლეები ამ დრომდე მივიჩნევდით, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, ჩვენი როლისა და თმენის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლებიდან გამომდინარე თავი შეგვეკავებინა, გამოვხმაურებოდით შინაარსმოკლებულ, ცოლისმწამებლურ და ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება მედიაში. მით უფრო პროცესისი მონაწილე მხარეთა მიმართ. თუმცა, კონსტიტუციითვე დადგენილია, სიტყვისა და აზრით გამოხატვის ზღვარი. როდესაც ანიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას.

აქედან გამომდინარე, მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს სასამართლოს სისტემის მიმართ გხშირებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან, რაც ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს განსაკუთრებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც. მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან.

თუ აღნიშნული არ დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგეს იმ პირების პასუხიხმსგელობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში",- განაცხადა არევაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. "კორტების საქმეზე" მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელი ე.წ "კორტების სპეცოპერაციის საქმის" განმხილველი მოსამართლე იყო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები
იტვირთება...