გიორგი ანდრიაძე: სინოდი უნდა შედგეს და მეუფე პეტრე გაუშვან ეკლესიიდან

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ანდრიაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“რაც შეეხება კადრებს, ეს ყველამ იცის სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი რა ჩანაწერებსაც აკეთებდა, მეუფე სერაფიმეს შესახებ ეს კადრები, ანუ ჩანაწერები გაჟღერებულია. ასე რომ სავსებით ლოგიკურია ველოდოთ იმ ჯიპებში, რომელიც დაურიგა სააკაშვილმა ვითომ კეთილი სურვილით ეპისკოპოსებს ჩამონტაჟებული კამერებისა და ჩანაწერების გამოქვეყნებას.

შეიძლება მასალა არ ჰქონდათ, მაგრამ პროვოკაციის მოწყობა და სპექტაკლის დადგმა ძალიან მარტივია თანამედროვე ტექნოლოგიებით. იგივე განხორციელდა მეუფე სერაფიმეზე. ეს იყო წინასწარ დადგმული და გათვლილი სპექტაკლი. ასე რომ, ამ ძალებისგან ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი.

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაუწყია სააკაშვილს, ეს ყველაფერი მისმა გამზრდელმა, ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო .

თუ ვინმე არის და აღმოჩნდება, ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის ცნობილი, თუ მეუფე პეტრესთვის და მის ჯგუფისთვის ცნობილია, უნდა დაასახელონ ეს პირები

არსებობს იქ მამათმავალი თუ დიდ ზნეობრივ ცოდვაში მყოფი სასულიერო პირები. ყველანი ესენი არიან კომუნისტების დროიდან მოყოლებული, КГБ-ს დროიდან მოყოლებული შევარდნაძის და სააკაშვილის ჩანერგილი პირები. რომელთა მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია.

ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არის უამრავი  მასალა არსებობს КГБ-ს დროიდან, ამის უამრავი მასალა არსებობს და “ფეისბუქიც” აჭრელებულია. შევარდნაძე იყო ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი ფიგურა და სააკაშვილმა ეს კულმინაციაში აიყვანა.

ეკლესიის დისკრედიტაციისთვის იქ იყვნენ შეგზავნილი პირები, რომლებსაც ევალებოდათ თავისი ცხოვრების წესით სახელი გაეტეხათ ეკლესიისთვის.

ძალიან საინტერესოა რატო არ ასახელებს არ მეუფე პეტრე და არ მამა ანდრია(სარია) ამ ხალხს.

მეუფე პეტრეს და სარიას, მოწმეები ჰყავთ და უნდოდათ გამოეყვანათ პატრიარქის წინააღმდეგ, ამაზეა ლაპარაკი და ასეთი ცრუ მოწმეები ქრისტეს წინააღმდეგ გამოიყვანეს და ეს არის, სახარებაში წერია, უამრავი ცრუ მოწმე ჰყავდა სინედრიონს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანს, მეუფე პეტრეს(ის ამ ტიტულს ინარჩუნებს სინოდის დადგენილებით. თუცა, ჩემი აზრით 10 წელი არ უნდა ჰქონდეს ეს ტიტული. რადგან გადაწყვიტა სინოდმა, მე ამას ვემორჩილები).

მეუფე პეტრეს და სარიას აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას დაუმტკიცონ და გაათრიონ ეკლესიიდან შემომგზავნილი პირები რომელზეც აქვთ ინფორაცია, მაგრამ, მეუფე პეტრე არც მეტი და არც ნაკლები, პატრიარქი ამოიღო სამიზნეში და ის ბინძური სიტყვები თქვა, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიის საკუთრება გახდა. ამაშია მისი დიდი დანაშაული და ახლა რომ აგზავნიან “შიომღვიმის” მონასტერში, ეკითხებიან ამ კაცს, საერთოდ ინანიებს? ის არაფერს ინანიებს ,რა შიომღვიმის მონასტერში გაგზავნაზეა საუბარი…

ჩემი აზრით, საეკლესიო კანონიკაში რაღაც გამეგება და მეთქმის, მეორე სინოდი უნდა შედგეს და ეს ადამიანი უნდა გაუშვან, მერე გინდა ცალკე ეკლესია შექმნას და გინდა ბიზნესი გააკეთოს.

ადამიანი, რომელიც პირზე თუ ადგება პატრიარქს, მამათმავალიო აბა რა უნდა ქნან? სხვა ლოგიკას ხედავთ? თან მოწმეები მყავსო.

იცით ჩვენი პრობლემა რა არის, ჩვენი ქვეყნის? სირაქლემასავით ხელისუფლებას თავი რომ აქვს მიწაში ჩარგული და უშიშრობა, რომელსაც ევალება მსგავსი ვარხანალია აღკვეთოს… იმისი ბრალია ეს ყველაფერი, ეს არ არის მხოლოდ შიდა საეკლესიო თემა.

მეუფე პეტრე იყო ერთ-ერთი მორჩილი, პატრიარქს აღმერთებდა და მის წარმომავლობაზე იმისთანა ეპითეტებს ლაპარაკობდა, არცერთ მეუფეს არ უთქვამს. ამის ჩანაწერებიც არსებობს და გაუშვა რამდენიმე ტელევიზიამ. კაცი მოხვდა ზეწოლის ქვეშ, გულწფელად მებრალება” – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად