გიორგი ამილახვარი: პენტიენციურ დაწესებულებებში შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან გატარდა ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია და მათი მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით .

ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია , თითქოსდა სისტემაში არის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას.

ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად