გიორგი ამილახვარი: პოლიტიკური პროექტი, ნიკა მელია შერაცხულიყო გმირად, წყალში ჩავარდა – ციხეს რომ უკანა კარი ჰქონდეს, იქიდან გაიპარებოდა

„პოლიტიკური პროექტი, ნიკა მელია გმირად რომ გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას. გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის თანხვედრაში პროკურატურის ქმედებასთან და პროცესთან”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

“შესაბამისად, ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს იმის აღიარება და სხვა მექანიზმებით მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში იძახდა, რომ იგი არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს. შემდეგ იძახდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, მაგრამ ამაზეც დათანხმება უწევს და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ იგი ასევე ამნისტიის კანონსაც დათანხმდება. მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ უკანა კარი ჰქონდეს, დიდი ალბათობით, იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ნიკა მელია შერაცხულიყო გმირად, წყალში ჩავარდა.

ნათლად გამოჩნდა, რომ ის შედეგები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ახლავს, ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ხოლო მეორეს მხრივ, სარგებლობს ყველა იმ შედეგით, რაც ამ დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ვვარაუდობთ, რომ ისინი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერენ და საქართველოს პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის – გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.

სასამარლოში ნიკა მელიასთვის პატიმრობის -გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის განხილვა 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით –
დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.
➡️https://europa.eu/!HP64UC
***
Statement by the Delegation of the European Union to Georgia on the posting of bail for Mr Melia
Today, a bail worth 40.000 GEL was posted in order to allow for Mr. Melia’s release from pre-trial detention. This follows the understanding reached by the political parties on 19 April 2021 in the context of the EU-mediated agreement. We would like to warmly thank two independent organisations who agreed to lend their valuable support in this process: the European Endowment for Democracy (EED) who made the funds available and the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) who transferred these funds to the authorities.
This is another important step taken to end the political crisis in Georgia and implement the agreement of 19 April. We expect this step to further facilitate all elected Members of Parliament to join the agreement and contribute to its implementation, in the interest of Georgia, its citizens, EU-Georgia relations and Georgia’s Euro-Atlantic future.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...