გიორგი ახლედიანი: NDI-ს კვლევები “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტულ, პიარ ინტერესებს ემსახურება

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ NDI-ს პროპაგანდა და არჩევნების რეალური შედეგები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

"NDI-მ იმედები არ გაგვიმტყუნა. ტვინების სარეცხი მანქანა ჯერ კიდევ მუშაობს. 
გაიგებდით ახალ ამბავს: ნაც. მოძრაობა პოლიტიკური რეიტინგების ლიდერია:))) 
სასაცილოა, ნაცების მხამდამჭერებსაც არ ჯერათ ეს სისულელე, მაგრამ ეს არაა "მკვლევართა" პრობლემა. 
მთავარია, მათ დაწერეს, რომ დედამიწა ოთხკუთხედია, აწი ჩვენ ვიმსჯელოთ და ვინერვიულოთ, რომ სინამდვილეში მრგვალია. 
ეს არაა განწყობების კვლევა, ეს განწყობების ფორმირებაა. 
განწყობების ფორმირება, ნაცების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. 
ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერავინ დაასახელებს NDI-ის თუნდაც ერთ კვლევას, რომლის შედეგები მიახლოებით მაინც დამთხვეოდეს არჩევნების შედეგებს. და მაინც დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ ესაა თურმე ყველაზე სანდო კვლევები. 
საერთოდ ხომ არ არის დრო გვეღიარებინა, რომ არანორმალურია, როცა ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობების კვლევაზე მონოპოლია აქვს უცხო ქვეყნის, პოლიტიკური პარტიის ინსტიტუტს (NDI, ესაა ამერის დემოკრატიული პარტიის ინსტიტუტი). 
ხომ არაა დრო დავასრულოთ ეს არანორმალური პრაქტიკა ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის, ნაც. მოძრაობის პროპაგანდისტულ, პიარ ინტერესებს ემსახურება. 
აღნიშნულ "კვლევას" მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს, დაგვაჯეროს, რომ ნაცები გათეთრდნენ და გასუფთავდნენ და მეორე ის, რომ საქართველოში მხოლოდ ნაცები და ქოცები არსებობენ. 
ჯერ-ჯერობით ერთადერთ იმედად ის რჩება, რომ ერთი წელიც მალე გავა, და ყველა უკვე მეათედ ნახავს, როგორ ცა და დედამიწასავით განსხვავდება NDI-ს პროპაგანდა და არჩევნების რეალური შედეგები", – წერს გიორგი ახვლედიანი "ფეისბუქზე".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად