გიორგი აბრამიშვილი: თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ჟინვალის წყალსაცავზე წერს და მიაჩნია, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა: “ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების საკითხი საზოგადოებისთვის, დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდეს, რა გზას გადის წყალი, ვიდრე ჩვენს ონკანებამდე მოვა”.

“ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების საკითხი საზოგადოებისთვის, დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდეს, რა გზას გადის წყალი, ვიდრე ჩვენს ონკანებამდე მოვა.
თბილისის წყალმომარაგების მთავარი წყარო მდინარე არაგვია. სწორედ მდინარე არაგვით მარაგდება ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც სოფელ ანანურსა და დაბა ჟინვალს შორის მდებარეობს. წყალსაცავი 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი, აქვს 102 მეტრი სიმაღლის მიწის კაშხალი, ხოლო მისი მოცულობა 520 მლნ. კუბურ მეტრს შეადგენს (შესადარებლად: ნამახვანის წყალსაცავის ფართობი 5 100 კვადრატული მეტრია, ხოლო მოცულობა – 167 მლნ კუბური მეტრი).
ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჟინვალის წყალსაცავი, ჟინვალჰესთან და ბოდორნას საბუფერო აუზთან ერთად, ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილებია. ჟინვალის წყალსაცავიდან წყალი ჯერ ბოდორნას საბუფერო აუზს, შემდეგ კი, 42 კმ-იანი გვირაბის საშუალებით, ღრმაღელის სათავე ნაგებობას მიეწოდება. სწორედ ამგვარი რთული გზით ხდება თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
ჟინვალის ჰიდროკომპლექსს მრავალწახნაგა ფუნქცია აქვს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში: პირველი და უმნიშვნელოვანესი, როგორც უკვე აღვნიშნე, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებაა; მეორე – ჟინვალჰესი წელიწადში 365 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (ნამახვანჰესის შემთხვევაში, გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება); მესამე – სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა; მეოთხე – ჟინვალის წყალსაცავი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია და სამომავლოდ, ჰიდროკომპლექსის ტერიტორიის განვითარება ამ მხრივ კიდევ მეტად იგეგმება; ბოლოს კი, ჟინვალის ჰიდროკომპლექსისა და ზაჰესის სწორმა მართვამ თბილისი ორჯერ გადაარჩინა დატბორვას!
იქნებ აჯობებს, დემონტაჟი გავუკეთოთ ჟინვალის ჰიდროკომპლექსს?! ტექნიკურად ესეც შესაძლებელია. იქნებ, მოგვენატრა გასული საუკუნის ბნელი 90-იანები, როდესაც არც წყალი გვქონდა და არც ელექტროენერგია, ეკონომიკის განვითარებაზე და ტურიზმზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო!..” – წერს გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...