გიორგი აბდალაძე: ზურაბიშვილის გამარჯვება ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ძალაუფლება ხელში მოძალადეებმა არ ჩაიგდონ

ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ “იმედის” ეთერში, გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა.

“მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის მტერი და არც არასდროს ვყოფილვარ. დღევანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს. მიუხედავად ყველაფრისა ის მხნედ არის და აუცილებლად იბრძოლებს. დღეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ძალაუფლება არ ჩაიგდონ ხელში მოძალადეებმა. ყველაფერი აქვს მობილიზებული ვაშაძეს. მობილიზებული ჰყავს რუსეთიდან პიარ-ჯგუფები. სხვათა შორის დღეს რამდენიმე იყო შტაბში. როდესაც ვკითხე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ პასუხი გაეცათ და გაიქცნენ”, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე წინა ხელისუფლების დროს დააკავეს. მათ ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს. საქმეს “ფოტოგრაფების საქმე” უწოდეს. დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა მედიისა და საზოგადოების ნაწილმა. საბოლოოდ ისინი საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს. როგორც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაირკვა, საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რაც უკავშირდება 26 მაისის სასტიკად დარბევას. ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ასეთია პროკურატურის გამოძიების შედეგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...