გიორგაძე: ღვთისმშობლის კვართი არ დაიძვრება ზუგდიდიდან, სანამ საპატრიარქო არ გადაწყვეტს

ღვთისმშობლის კვართით უკვე რამდენიმე წელიწადია მანიპულირებენ და განსჯის საგანი ხდება. კერძოდ კი "ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში დაცული სიწმინდის ხობის ხარების დედათა მონასტერში ერთი დღით გადაბრძანებაზე განცხადება ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება იწვევს.

სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ბერძნული მხარე ერთი თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს. შესაბამისი წერილი საბერძნეთიდან ზუგდიდისა და ცაიშისა მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ უკვე მიიღო. წერილიში ასევე აღნიშნულია, რომ ერთი თვის შემდეგ სიწმინდეს პატივით დააბრუნებენ ზუგდიდში და ღვთისმშობლის სამოსელის გადაბრძანების ხარჯებს ბერძნული მხარე გაიღებს.

"აიპრესთან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ბერძნული მხარის მოთხოვნაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იქვე ადასტურებს, რომ ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება საპატრიარქოს თანხმობის გარეშე არ მოხდება.

– ბატონო მიხეილ, ვიღაცეები ღვთისმშობლის სამოსით მანიპულირებენ, რაც ზუგდიდის მოსახლეობაში ვნებათა ღელვას იწვევს. თუ გაქვთ რამე გეგმა, როგორ შეიძლება ეს მანიპულაცია დასრულდებას და მოგვარდეს საკითხი?

როგორც თქვენ ამბობთ, სწორედ იმისთვის რომ მანიპულირება წლიდან წლამდე არ ხდებოდეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: კვართი არ დაიძვრება მუზეუმიდან, სანამ არ გვექნება საპატრიარქოს შესაბამისი თანხმობა გნებავთ ერთი, გნებავ მეორე ეპარქიის მიმართ.

– ბერძნულმა მხარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს წერილით მიმართა. ისინი ოქტობრის თვეში ღვთისმშობლის კვართის ერთი თვით გადაბრძანებას ითხოვენ, თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია?

არა. ეს ინფორმაცია ნამდვილად პირველად მესმის. თუმცა, განვიხილავთ ამ საკითხის უსაფრთხოების, კვართის ფიზიკური მდგომარეობის და ტრანსპორტაბელურობის თვალსაზრისით. ხოლო მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, საპატრიარქომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

– ღვთისმშობლის კვართი ეროვნული საგანძურია, ხომ არ ჯობდა ამდენ გაურკვევლობას, როგორც ქრისტეს სუდარა (ასევე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში) სამეგრელოში გაკეთებულიყო სიწმინდის საცავი და ამით ტურისტებიც მოგვეზიდა?

ნამდვილად ეროვნული საგანძურია და სწორედ ამ თვალსაზირისით ვიხილავთ ამ საკითხს, უსაფრთხოება, ტრანსპორტაბელურობა… თუმცა, ცალმხრივად სადმე წაღება არწაღების საკითხს მარტო ვერ გადავწყვეტთ. ალბათ, დამეთანხმებით, ეს უნდა იყოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული, შესაბამისი შეთანხმების გარეშე ის არსად არ წავა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად