გიორგი ბარამიძე: ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება

“ქოცების არასახელმწიფოებრივი და მეტიც, ქვეყნისადმი მოღალატურ პოზიციასა და ოპოზიციის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართულ პოზიციას შორის, “შუალედურის” ძებნა, პრინციპულად არასწორია. ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე “ფეისბუქზე” წერს.

“გულწრფელი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს იმისათვის რომ საქართველოს და ჩვენს ხალხსა და დემოკრატიას ასე აქტიურად გვერდში იდგნენ და ახლაც გვიდგანან.

მაგრამ ნათელია, რომ მათ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი და ზღვარი, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი სიტყვა ქართველმა ხალხმა და ჩვენმა პატრიოტულმა, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა თქვას და აიძულოს უზურპატორი ოლიგარქი, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ანუ ქვეყანაში მის მიერ ხელოვნურად შექმნილი, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად და დანიშნოს ვადამდელი პოლიტიკური არჩევნები, ისე, რომ პოლიტიკური პატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) ციხიდან გამოუშვან და პოლიტიკური დევნა (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და სხვა) შეწყვიტონ და საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ნორმალური.

ამიტომ ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაერ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება.

ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ერთადერთი არა მარტო მორალურად და სამართლებრივად, არამად პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი გზა, რაც აუცილებლად (ცხადია მოთმინება და დრო დაგვჭირდება) გამარჯვებამდე მიგვიყვანს.” – წერს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი გამოუგზავნა.

მიშელმა ახალი დოკუმენტი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: რომლის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://eeas.europa.eu/sites/default/files/210418_mediation_way_ahead_for_publication_0.pdf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...