გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია  დატოვა.

“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის”, – წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელ facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად