გიგლა აგულაშვილმა ხეების მოვლის შესახებ დოკუმენტი წარმოადგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში" დოკუმენტი გააცნო. დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა.

აღნიშნული დოკუმენტი, ქალაქებში მწვანე ნარგავების მძიმე მდგომარეობის, ხეების გადაბელვის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრას, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებას და ნარგავების მოვლის ევროპული წესების შემოღებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი მდგრადობის გაუმჯობესება.

დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტს განსახილველად გადაეგზავნება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად