გიგლა აგულაშილმა და გაეროს ელჩმა შშმ პირებთან ერთად კიკვიძის პარკი გაამწვანეს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ერთად, გამწავანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

კიკვიძის (ვეტერანთა კულტურისა და დასვენების) პარკში ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დაირგო. აქციაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...