გიგი უგულავას პროცესზე სასამართლომ პროკურატურას 2 საათიანი ვადა მისცა

საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესზე 2 საათიანი შესვენება გამოცხადდა, რათა პროკურატურას შუამდგომლობის გაცნობის გონივრული ვადა ჰქონოდა. 

პროკურატურამ დაცვის მხარის დაყენებული შუმდგომლობის გაცნობისთვის გონივრული დროს ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს კოლეგიის წინაშე, რომლის შემადგენლობაში არიან ლილი მსხილაძე, ეკა კულულაშვილი და მაია ფეტვიაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას  ადვოკატმა ბექა ბასილაიამ  დააყენა შუამდგომლობა გიგი უგულავას დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებმა ტელეკომპანია „იმედის“, „თბილსერვისის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხების განხილვამდე მოსამრთლე ლაშა ჩხიკვაძეს შუამდგომლობით მიმართეს, სადაც ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...