გიგი უგულავა: ვიყოთ გოიმები, მაგრამ არ ვიყოთ არაადეკვატურები და უტვინოები

“როგორც მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] თვითდაზიანებებს იყენებს და როდესაც ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას, რამდენად უფრო სახიფათოა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს რამხელა ზიანს მიაყენებს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მან ვერ ნახა რაციონალური ადამიანი, მათ შორის მკვეთრად “ქართული ოცნების” მომხრეც კი, რომელიც ახსნის ამას, რატომ მოატყეს ამომრჩეველი, თითქოს შეწყალების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა და არც იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

“პროტესტმა გამოიწვია ხელისუფლების საერთაშორისო ეროზია და პროტესტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების ასეთი მაღალი ჩართულობა. იმიტომ, რომ მათ დაინახეს კრიზისის მკაფიო ნიშნები. გასაგებია, რომ ესენი სირაქლემასავით სხედან თავიანთ კაბინეტებში და არაფერს არ აღიარებენ. ისიც გასაგებია, რომ ლობისტების მიერ დაწერილ სტატიას ივანიშვილი თავისი უმეცრებისა და გაუნათლებლობის გამო იჯერებს, რომ ეს მართლა ასეა. იმაში ივანიშვილს ფული აქვს გადახდილი და ის ფართოდ შუქდება სახელისუფლებო მედიაში და ივანიშვილი იჯერებს, რომ ეს მართლაც ასეა.

მე ვერ ვნახე რაციონალური ადამიანი, მათ შორის მკვეთრად “ქართული ოცნების” მომხრეც კი, რომელიც ახსნის ამ მოკლეფეხიან ტყუილს და იაფფასიან ვერაგობას – რატომ ჩაიდინეს ეს. ის ახსნა, რომ ამით თავის ამომრჩეველს ელაპარაკება არასწორია. შეგვიძლია წაკითხულის და მოსმენილის გააზრება და მოდით ჩვენს თავს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, რომ ეს [შეწყალება] ნაგულისხმევი არ იყო და გადაწყვეტილი არ იყო. მოდით ვიყოთ გოიმები, ოღონდ ოდნავ ტვინის მქონე გოიმები. ვიყოთ გოიმები, მაგრამ არ ვიყოთ არაადეკვატურები და უტვინოები. აქ საუბარია იმაზე, რატომ გადაწყვიტა ამ მანევრის ჩატარება, ოდნავ რეფლექსის მქონე ადამიანცი არ უშვებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე ლაპარაკი ისე დაიწყო, რომ ეს შეთანხმებული არ ყოფილა.

ამას რაციონალური ახსნა არ აქვს, უბრალოდ, როგორც მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] თვითდაზიანებებს იყენებს და როდესაც ასეთი ადამიანი მართავს ქვეყანას, რამდენად უფრო სახიფათოა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს რამხელა ზიანს მიაყენებს, როცა ასეთ თვითდაზიანებებს იკეთებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად