გიგი უგულავა: ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას

“ვინმე სირაძე სად დაინიშნება, მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს.”

ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ  20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირის, ვაჟა სირაძის დაწინაურებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგი უგულავას თქმით, თანამდებობა თავად გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს.

„მგლის ხროვას ახასიათებს ისეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ, ერთად უნდა იყვნენ, დანაშაულს ახასიათებს ასეთი რაღაც… ყველა ის ადამიანი, ვინც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში გაისვარა, ესე ცდილობენ ერთად დაჯგუფებას. მთავარი ვინმე სირაძე სად დაინიშნება, ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს. როდესაც დამნაშავე უდგას უწყებას სათავეში, ნებისმიერ დანიშვნა ამას ემსახურება. ანუ, ის არ არის ხალხის საკეთილდღეოდ, წესრიგის დასაცავად, არამედ გარკვეული რეჟიმის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ამიტომ, გახარია უნდა წავიდეს“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისათვის: ვაჟა სირაძე საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ხოლო “კურიერის” ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე საკანონდებლო ორგანოდან ქუჩაში გამოაძევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად