გიგი უგულავა: ვინ მიგდია კობახიძე, რომ პანდემიის და მის ტალღებზე გვესაუბრება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ისაუბრონ პანდემიის მეორე ტალღაზე და არა ირაკლი კობახიძემ.

„ვინ მიგდია კობახიძე, რომ პანდემიის და მის ტალღებზე გვესაუბრება. თუ პრობლემაა, ამის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ისაუბრონ. რეგიონში პრობლემაა, ჩვენთანაც პრობლემაა და ბუნებრივად დადგება ეს საკითხი, მაგრამ ეს საკითხი რომ დგება დღეს და ამ საკითხს ყველაზე უფრო სიტყვის გამტეხი ადამიანი აყენებს, რომელიც ყველაზე ოდიოზურ აზრებს აფრქვევს ივანიშვილის სახელით და ივანიშვილის სახით ყველაზე მატყუარა ადამიანი გყვავს დღეს პოლიტიკაში, ბუნებრივია ვირეშმაკობას ჰგავს“. – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად