გიგი უგულავა: უმრავლესობის უმრავლესობა გახარიას წასვლაზე ხელს მოაწერდა

“კამერის მიღმა ყველა იმას ლაპარაკობს რასაც ფიქრობს. ფიქრობენ იმას რომ გახარია უნდა წავიდეს”,-ამის შესახებ განცხადება გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრები ტელეკამერებთან სხვა პოზიციას აფიქსირებენ თუმცა კამერების მიღმა ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ გახარიასთან დაკავშირებით.

“უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ შს მინისტრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. საჯარო გადაწყვეტილებებში კამერასთან ყველა გულადია, კამერის მიღმა ყველა იმას ლაპარაკობს რასაც ფიქრობს. ფიქრობენ იმას რომ გახარია უნდა წავიდეს და გიორგი გახარია აუცილებლად წავა”,-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...