A1 ბანერი

გიგი უგულავა: უმრავლესობას სურს 2024 წლამდე იბაირამოს

"2020 წლიდან ვითხოვთ შერეული სისტემის გაუქმებას", – ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

"უმრავლესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან ვერ მოძებნა კომპრომისი, რადგან ჩვენ ვითხოვთ იმას რაც სამართლიანია. უმრავლესობას სურს, რომ 2024 წლამდე იბაირამოს. უმრავლსობამ ვერც ვენეციის კომისიასთან მოახერხა კონსენსუსი. მაჟორიტარების ხვედრითი წილის შემცირება,  ეს არის ახალი იდეა.

ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ არსებულ სისტემასთან შედარებით ეს არის ნაკლები ბოროტება, მაგრამ ეს კვლავაც ქურდობაა.

ყველა მოდელში რასაც ხელისუფლება გვთავაზობს,  დევს ცოტა "მომაპარინე". დღევანდელი მოდელით იპარავენ 50%-ს, როდესაც 114/34-ზე იქნება 30%-ის მოპარვა", – განაცხადა გიგი უგულავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...