გიგი უგულავა: ცქიტიშვილი ნაძირალაა! გამოსავალი რომ არ აქვთ, აღარ იციან ვის შეაწმინდონ ხელი

“ქართული ოცნება” სულ გადაბრალების რეჟიმშია. ჯერ შპრიცებს ვყრიდით სადარბაზოებში, მერე საბურავებს ვაგროვებდით და ახლა კოვიდს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

გიგი უგულავა გამოეხმაურა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის იმ განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ  უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება კორონავირუსის ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს.

“პირწავარდნილ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე, უვიცობასთან და უტიფრობასთან, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არაა. “ქართული ოცნება” სულ გადაბრალების რეჟიმშია. ჯერ შპრიცებს ვყრიდით სადარბაზოებში, მერე საბურავებს ვაგროვებდით და ახლა კოვიდს. თუ ვინმე არის დამნაშავე ამ ქაოსში და ჩაფლავებულ ბრძოლაში პანდემიასთან – ეს არის “ქართული ოცნება”.

მარტში, თავიდან როდესაც გავრცელდა ციხეში ვიჯექი – გადაგერთოთ სახელისუფლებო არხებზე და პირდაპირ ეწერა: რომელი უფრო მძიმეა – კოვიდ 19 თუ ნაცვირუსი? ეს იყო ინტერაქტივები. იმის მაგივრად რომ გაეკეთებინათ საერთო საბჭო, სადაც დავუძახებდით რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, opinion maker-ებს და ა.შ და თუნდაც პოზიცია ვერ შეგვეჯერებინა, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, რომ ამ გამოწვევაში ერთიანი ვართ და არავითარი პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ ვაპირებთ. ეს ნაძირლები პირველივე დღეებიდანვე ამით იყვნენ დაკავებულები და მერე, როდესაც საწოლფონდზე და სასუნთ აპარატებზე უნდა ეზრუნათ, მათ შორის ეს ექიმებიც ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ. ცქიტიშვილი ნაძირალაა, ახლა გამოსავალი რომ არ აქვთ, ვის შეახოცონ ხელი აღარ იციან.

გახარიამ სად აიკიდა, გვერდზე მეჯდა მიტინგებზე?! რა ხალხია? დედა უნდა აგინო, გამოვიდნენ დღეს და ყველა ზღვარი გადაშალეს. ფიწლებით ჩამოყრის ხალხი ამ ნაგვებს. ვინც ამას ბედავს, ნაგვები არიან”, – თქვა გიგი უგულავამ.

გადაცემის წამყვანმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც უგულავამ უპასუხა: “რას ნიშნავს, ადამიანის მკვლელობას გვაბრალებენ. პანჩურით უნდა გამოყარო ესენი”.

პ.ს საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. გამომდინარე იქედან, რომ გიგი უგულავა არის არის პოლიტიკოსი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია მისი განცხადებების მიმართ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებამ იცოდეს მისი დამოკიდებულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად