გიგი უგულავა: თუ ორი კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება, კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავას შეფასებით, ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, ჩავა იქ ხელცარიელი თუ მივა რაღაცით.

„დღეს უფრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება და ახლოვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა. მოგეხსენებათ არის სიახლეები, მათ შორის ვხედავთ ხელისუფლების ჭირვეულობას. კლასიკური არაფატიზმი ჰქვია მაგას, უცხოელებთან ლაპარაკობ ერთი ენით და მერე ეს უცხოელები რომ არ არიან, ლაპარაკობ იგივე სიძულვილის ენით. 80-იან წლებში ეს მუშაობდა, მაგრამ ახლა, როცა სწრაფი თარგმანი არსებობს, ეს სიყალბე მალე აღმოჩენადია. ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ორ კვირაში ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია, ჩავა იქ ხელცარიელი, თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ თუ ორი კვირის თავზე რაიმე პროგრესი არ იქნება, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...