გიგი უგულავა: თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე არ გათავისუფლდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხმას არ მივცემთ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან” ერთად განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის იმ შემტხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე გათავისუფლდება.

“მაღალი ალბათობით 120/30-ზე იქნება მიღებული, ჩვენი ფრაქცია ისევე როგორც“ ნაციონალური მოძრაობა“ ხმას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე იქნება გათავისუფლებული. ამის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორი ტაქტიკით გავა ოპოზიცია” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად