გიგი უგულავა: თუ გინდათ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, მთელი წელი სახრეს რომ ურტყამდით, ისე უნდა გააგრძელოთ

თუ გინდათ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, მთელი წელი სახრეს რომ ურტყამდით, ისე უნდა გააგრძელოთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მთავრობის კომპანსაციის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

“გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო თუ გინდათ ასეთ (პირდაპირ ვთქვათ) ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე მთელი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გავაგრძელოთ, სანამ არ გადავირჩევთ. ეს მთავრობა სხვა არაფერზე არ რეაგირებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, მთავრობა ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ყველას დაურიცხავს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა, სკოლის მოსწავლეებს 17 წლამდე 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მისცემს, ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გაზის გადასახადს, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხას გადაუხდის, – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს  მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად