გიგი უგულავა: თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი – ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა 1 კაცი არ გამოვა თქვენგან

როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის Lasha Rukhaia ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი- ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, ოცნების კაგებეშნიკ-“დანოსშიკებმა” მეტი რა უნდა ქნან. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“ოცნების კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოელაპარაკება. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი “სახელი ლეგიონია”.
ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა. აბა ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ ივაჟკაცებთ” – წერს გიგი უგულავა.
კომენტარები
იტვირთება...