გიგი უგულავა: თითქოს გამოვედით რუსული ტიპის მმართველობიდან და გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდა, მაგრამ ისევ დასაწყისში დავბრუნდით

თითქოს გამოვედით რუსული ტიპის მმართველობიდან და გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდა, მაგრამ ისევ დასაწყისში დავბრუნდით, – ამის შესახებ გიგი უგულავამ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამოცხადდა უკომპრომისო და ამაში შედის ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და ნებისმიერი ადამიანის, ვინც შეიძლება ხმა ამოიღოს დაშინება, შეშინება, ცემა. ან რავიცი მე, სამსახურიდან გაგდება. ეს გახდა ჩვეულებრივი რამე, მაგრამ ის რაც მოხდა 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებით დამთავრდა, ეს იყო ამ უწესრიგობის გვირგვინი.

ამან საბოლოო ჯამში გააფორმა რუსული ტიპის მმართველობა საქართველოში. რუსეთი, საქართველო, ბელორუსი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ კალათაში, სადაც საქართველოს ადგილი არ არის. გამოვდივართ აქედან, თითქოს გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ გვირაბის ბოლოს და სამშვიდობოს კი არ გავედით, თურმე დასაწყისში დავრუნდით უკან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...