გიგი უგულავა: ჭაკუას მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, ადეიშვილის პროკურატურის დროსაც

“ბატონი დავით ჭაკუას მიმართ კითხვები ადრეც არსებობდა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის პროკურატურის დროს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, თუ შეცდომა აქვთ დაშვებული, თავადვე გამოასწორებენ, მაგრამ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ:

„მაგრამ, ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ ადრე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, რადგან ვხედავთ, ივანიშვილი პირადად, ამის ოირადი დირიჟორია, პროპაგანდისთვის იყენებს საქმეს. ასე რომ, თუ კითხვები არსებობს, ჩვენ თავად ვართ მოვალე, გავცეთ პასუხი სამართლებრივ ჭრილში, თუ ჩვენ რამე შეცდომა გვაქვს დაშვებული, ჩვენვე გამოვასწორებთ. ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ამის შესაძლებლობას მოგვცემს არჩევნებზე რომ ივანიშვილის ხელისუფლება, მისი მარიონეტული სასამართლო ვერასდროს და არასდროს დაადგენს სიმართლეს, სიმართლე, რომელიც ყველას გვჭირდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად