გიგი უგულავა: შეიძლება საქართველოს სამოციქულო ეკლესია დავკარგოთ, ეგზარხოსს გვისვამენ… აქამდე უწმინდესი ილია ბალანსირებას ახდენდა

ჩვენ გადასარჩენი გვაქვს არა მარტო სახელმწიფო, არამედ გადასარჩენი გვაქვს ჩვენი ეკლესია, სადაც ეგზარხოსს გვისვამენ. ღარიბაშვილი ჭირსაც წაუღია, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მისი ხსენებაც აღარ იქნება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე ნატონს კვეთებულის ლოცვა უნდა წაუკითხო, ისეთი განცხადება გააკეთა.

“ჩვენ გადასარჩენი გვაქვს არა მარტო სახელმწიფო, არამედ გადასარჩენი გვაქვს ჩვენი ეკლესია, სადაც ეგზარხოსს გვისვამენ. ღარიბაშვილი ჭირსაც წაუღია, მაქსიმუმ ერთ წელიწადში მისი ხსენებაც აღარ იქნება შარშანდელი თოვლივით. ივანიშვილიც მიყვება და შეიძლება არც მე და არც არავინ არ ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ახლა შეიძლება გაგვიკეთონ… წაგვართვან საქართველოს სამოციქულო ეკლესია. აქამდე ბალანსირებას მაინც ახდენდა უწმინდესი ილია. იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მაინც აქვს ავტორიტეტი. ახლა პირდაპირ ხელდასმა მიდის.

ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს პატრიარქი, მისი პირველი გამოჩენა იყო დარბევა. რუსეთს ყურებით ეჭირებათ, გარდა იმისა, რომ ისედაც მაგათია. ამიტომ ვამბობ, რომ ეგზარხოსს გვინიშნავენ.

ის, რასაც კოლექტიური ანტონი ბულუხია გვთავაზობს. სრულიად სიშლეგის, გრძნეულების და რაღაცა… მართლა კვეთებულის ლოცვა უნდა წაუკითხო, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა ეს კაცი. შიო არ არის ეგეთი დეგრადირებული, როგორც ანტონ ბულუხიაა, მაგრამ ეგ უარესია, რადგან ეგზარხოსად გვთავაზობენ. დავკარგავთ ეკლესიას და დავკარგავთ სახელმწიფოსაც. იმიტომ არა, რომ სახელმწიფოს საფუძველია, არამედ იმიტომ, რომ თუ მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო მივიღეთ ქვეყანაში…”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები
იტვირთება...