გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.

გიგი უგულავა ჩვენებას, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცემს.

ცნობისთვის, პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმის გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალა. უწყების ინფორმაციით, “სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...