გიგი უგულავა სასამართლოში არ გამოცხადდა, მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენი წუთში განახლდება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა. 

დღეს, გიგი უგულავა და არც მისი უფლებების დამცველი არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე. რის გამო, მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნულ საქმეზე სახაზინო ადვოკატის გამოცხადება მოითხოვა.

მოსამართლის მიერ დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა გიგი უგულავას საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.  მოსამართლემ 40 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ, რის შემდეგ ისინი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ, უგულავამ მედიასთან განაცხადა: მეც და გიორგი გაბაშვილმაც ექსპერტიზაზე უარი ვთქვით

მოგვიანებით კი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა:

ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით რაც პირის ცემას გულისხმობს😂
ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს🙈
#მემიყვარსჩემიპატრული😍” – წერს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად