გიგი უგულავა: სან დიეგოს მაიმუნებმა სულ დაგვღუპა, გამხეცებულია ხალხი მაიმუნებს ცრიან და ჩვენ არაო

სან დიეგოს მაიმუნებმა სულ დაგვღუპა, გამხეცებულია ხალხი მაიმუნებს ცრიან და ჩვენ არაო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“წეღან ახსენეთ მამუკა ბახტაძის ნათქვამი რიცხვები და მინდა გაგახსენოთ. ეს იყო 1. 28 და 8000. 1 – საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი. 28 – დემოკრატიის გზას დავადექით და გავტავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან 28 წლის წინ, ხოლო 8 000 – ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება. კლასიკოსები რომ გვახსოვდეს” – მიმართა გადაცემის თანაწამყვანმა ეკა მიშველაძემ გიგი უგულავას და სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილი ამბობს:

“მე მგონი ერთადერთი რიცხვი რაც ვინმეს ადარდებს აცრილი მოქალქეების რიცხვი, რაც ჯერ კიდევ ნოლია.

გიგი უგულავას პასუხი ასეთია:

“მაგას უნდა დაემატოს – 1.28.8000.0 და სან დიეგოს მაიმუნების შეძახილები. მაგან სულ დაგვღუპა, გამხეცებულია ხალხი, მაიმუნებს ცრიან და ჩვენ არ გვცრიანო”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, სან დიეგოს ზოოპარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი  ექსპერიმენტული ვაქცინით მაიმუნები კოვიდ 19-ზე აცრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...