გიგი უგულავა სამართალდამცავებს: რაც გინდა ის დაწერე, თქვენს ფურცელს გამოწერილს აქვს ტუალეტის ქაღალდის ფასი

“ევროპული საქართველოს” ლიდერებს იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გიგი უგულავამ სამართალდამცველებს ჰკითხა, კონსტიტუციის რომელი მუხლის შესაბამისად მივიდნენ, რაზეც პოლიციამ უპასუხა:

“საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად.. ვიცით ვისია ეს ღობე? შესაბამისი ნებართვა მოგცათ ვინმემ?”

ამის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის ინსპექციის მონიტორინგის სამსახური მივიდა და პარტიის გენერალური მდივანი ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დააჯარიმა – “აღნიშნული ქმედება თბილისის იერსახის დამახინჯებაა”.ცნობილია, რომ აჯარიმებდნენ პარტიის სხვა წევრებსაც, თუმცა მათ საჯარიმო ოქმები არ ჩაუბარებიათ.

გიგი უგულავამ  ასე უპასუხა:

“რაც გინდა ის დაწერე, თქვენს ფურცელს გამოწერილს აქვს აბსოლუტურად ტუალეტის ქაღალდის ფასი. თქვენ ახლა აბუჩად იგდებთ კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავთ კანონს”.

“ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს.. და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს… ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. არაფერი აინტერესებს ერთადერთი აქედან (იუსტიციის სამინისტროდან) რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად