გიგი უგულავა სალომე სამადაშვილს: ახლა ისე ნუ მოგივა, მელიას კარი ღიაა და თუ უნდა გამოვიდესო

ახლა ისე ნუ მოგივა, მელიას კარი ღიაა და თუ უნდა გამოვიდესო, – ასე მიმართა “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მისი აზრით, “ოცნებას” ხელისუფლება უკვე დაკარგული აქვს.

“ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ძალაუფლება უკვე დაკარგული აქვს. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ფორმალურად ჰქვია, რომ ისინი მართავენ ქვეყანას, მაგრამ ძალაუფლება დაკარგული აქვთ”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

მას საუბარი გიგი უგულავამ შეაწყვეტინა და უთხრა: “ახლა ისე ნუ მოგივა, მელიას კარი ღიაა და თუ უნდა გამოვიდესო”, – რაზეც სალომე სამადაშვილი ასე პასუხობს:

“გიგი უკაცრავად, მაგრამ გახარია რომ გადადგა, ამით გაფორმდა ის, რომ ეს არის ფორმალობა, რომ ესენი ამ ქვეყანას მართავენ, თორემ დემოკარატიიული გზით არ აქვთ მოპოვებული”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...