გიგი უგულავა: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას

ამის შესახებ  “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, სპეციალურ ვიდეო მიართვაში აცხადებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.

 

როგორც გიგი უგულავა ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ურჩხულთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილიც ურჩხულს დაემსგავსა.

„ბუნებრივად ისმის კითხვა ახლა რა ხდება? წავაგებთ? არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ “მეგატრონებს” ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია, ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს“, – აცხადებს გიგი უგულავა უგულავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად