გიგი უგულავა: სააკაშვილზე მეტად სააკაშვილისტი პილიგრიმი ბარამიძეა

პილიგრიმი ბარამიძე, – ასე იხუმრა “ტვ პირველის” ეთერში ალეკო ელისაშვილისთვის დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ იმაზე თუ ვინ არის სააკაშვილზე მეტად სააკაშვილისტი. იქამდე ეს ფრაზა ელისაშვილმა თქვა, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება არ ისურვა.

“ძალიან კარგად აუხსნა სააკაშვილმა თავის მომხრეებს, რა არის დიდი მიზანი და რა პატარა მიზანი. არ ვიცი, როგორც ჩანს ვიღაცებს უნდათ, რომ სააკაშვილზე უფრო სააკაშვილისტები იყვნენ და თავი მოაწონონ მას და ასიამოვნონ. ამის გამო აფუჭებენ საქმეს. დისკომფორტია ერთობაში ყოფნა, მაგრამ ეროვნული მიზანია წინ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ ადამიანები არჩევნების გაყალბების გამო და მეორე მხრივ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი. ეს არის ეროვნული მიზანი. როდესაც რომელიმე აქციაზე მთავარი მიზანი ხდება არა ეს, რასაც ვითხოვთ, არამედ სხვა, სწორი არ არის. ასეთი განცდა გაუჩნდათ ჩვენ მხარდამჭერებსაც და “ლელოს” მხარდამჭერებსაც”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, ვინ არის სააკაშვილზე მეტად სააკაშვილისტი, ალეკო ელისაშვილმა უპასუხოდ დატოვა. დიალოგში კი გიგი უგულავა ჩაერთო და კონკრეტული გვარიც დაასახელა:

“პილიგრიმი ბარამიძე”, – იხუმრა გიგი უგულავამ.

“არა, მე სიყვარულით ვამბობ. გიასთან რა მაქვს… რელიგიური პილიგრიმივით იქცევა”, – თქვა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად