გიგი უგულავა სააკაშვილს: “არა მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა”

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუში გაჟღერებული იდეების კომენტირებისას განაცხადა და შეახსენა მას, რომ თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება, და არა სავლეს უარყოფა.

“ბოლო სამ თვეში ჩვენ ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების სამი შემთხვევა. პირველი შემთხვევა იყო , როდესაც სალომე ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით მომავალი ხელში, მეორე – ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ანსხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში, და გუშინ – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად. ეს ყველაფერი სამარცხვინოა”.

“იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა, და ის როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშვლის რიტორიკის ამარა. ეს არის ძალიან სამწუხარო, მე დარწმუნებული ვარ, “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრი ამომრჩეველი პატიოსანი ადამიანები არსებობენ, რომლებსაც უნდათ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნულია რელიგია და პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება. ადამიანებს, რომლებსაც რელიგიური პოპულიზმი არ მოსწონთ, არ მოსწონთ აბუჩად აგდება ყველა ქრისტიანული წესის, იმიტომ, რომ ჩემთვის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იყო ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება”-განაცხადა გიგი უგულავამ.

მანვე მიხეილ სააკაშვილს შეახსენა სახარების მესამე მცნება, რომელიც ამბობს” “არა მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად