გიგი უგულავა რურუას პატიმრობაზე: ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი

„გიორგი რურუას შესახებ განაჩენი 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც ის დააპატიმრეს“.

ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ჟურნალისტებთან საუბრისას, გიორგი რურუასათვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას და აღნიშნა, რომ  საქართველოს სასამართლო არის “ჩმორების და მონსტრების კორპორაცია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. 

გიგი უგულავას განცხადებით, არჩევნებზე ” ქართული ოცნების” ხელისუფლება დამარცხდება და მოქმედი მოსამართლეები სასამართლოს დატოვებენ.

„ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ მოსამართლისგან მოვისმინეთ, 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის. ეს არის მონსტრების კორპორაცია. მთლიანი სასამართლო ივანიშვილმა ხელში ჩაუგდო თავის ყმას – მურუსიძეს. აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ.  ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო ცარიელი კედლებია, სადაც მოკალათებულები არიან ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი.

ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად