გიგი უგულავა: რაც ელჩებს წარვუდგინეთ, არის ერთგვარი საგზაო რუკა, სადაც ლაპარაკია, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან

“ჩვენ გუშინ წარვუდგინეთ ელჩებს წინადადებები, რომლებიც ეფუძნება საერთო ოპოზიციურ სულისკვეთებას. მასში საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს დოკუმენტი ერთგვარად არის ერთგვარი საგზაო რუკა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია და გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან”.

ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს იმ წინადადებებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც გუშინ, ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინა.

“ჩვენ სპეციალურად გადავწყვიტეთ, შეთავაზება წერილობითი ყოფილიყო. ვითხოვთ წერილობით პასუხს – რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რატომ არ მოსწონთ, რომ მერე არ იყოს სპეკულაციები. თუ არ წამოვლენ ამაზე, თქვენ ეს, უთხრან ფასილიტატორ ელჩებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების 2 რაუნდი უკვე შედგა, თუმცა უშედეგოდ. როდის გაიმართება მესამე რაუნდი, უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად