გიგი უგულავა: ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა იმარჩიელოს, გარდა იმისა, რა უდევს ბიძინა ივანიშვილს თავში

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ დავით სერგეენკო სხვა მინისტრებთან შედარებით უკეთესი იყო, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვით, რომლითაც ბევრმა ადამიანმა  ისარგებლა, ის უდიდესი შავი ხვრელი გააჩინა, რომელიც დამოკლეს მახვილივით აწევს ქვეყანას.

“სერგეენკო უკეთესი იყო სხვა მინისტრებთან შედარებით, არ იყო საზოგადოებისთვის ისეთი გამაღიზიანებელი და დამამცირებელი , როგორც მაგალითად, ღარიბაშვილი ჰყავდა ივანიშვილს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს. სერგეენკომ იწვალა ამ 7 წლის განმავლობაში. სერგეენკომ გადაიბარა ჩვენს მიერ დატოვებული ინფრასტრუქტურა, გამოაცხადა საყოველთაო ჯანდაცვა, რითაც ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვითვე, მათ შორის, სერგეენკომ გააჩინა ის უდიდესი შავი ხვრელი ბიუჯეტის, რომელიც ახლა დამოკლეს მახვილივით გვაწევს ჩვენ, – ხალხს და ქვეყანას”.
– განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განმარტებით, სწორედ ეს არის სწორედ ამ მიზეზის გამო, ის იძულებული გახდა საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ყოფილიყო საყოველთაო.

“დღეს მინდა საზოგადოებას ვუთხრა, როდესაც “ქართული ოცნება გამოდის” და ღაღადებს საყოველთაო ჯანდაცვაზე, ეს ჯანდაცვა აღარ არის საყოველთაო, ესენი თქვენ გატყუებენ. ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა იმარჩიელოს, გარდა იმისა, რა უდევს ბიძინა ივანიშვილს თავში. რა მომენტში არ მოეწონა, რომელ დილით გაიღვიძა , რომელი მიხვრა-მოხვრა ამ მართლაც თევზივით პატიოსანი კაცის, არ მოეწონა, ამაზე მარჩიელობას არ ვაპირებ.

გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროვებს იმ წრეს, საიდანაც გამოჰყავს მინისტრები და ფაქტია, რომ ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შედის.

“ფაქტია, ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ, იმიტომ, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროვებს იმ წრეს, საიდანაც გამოჰყავს მინისტრები. ეს არის პირადი ექიმები. ახლა ახალი მინისტრად კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი, როგორც გავიგე, თვითონ სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი და მისი პირადი ექიმი იყო. ახლა როგორც ჩანს, პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავს. ჩვენ გადავიქეცით არცთუ ისე გამჭვირვალე შპს-დ, სადაც ივანიშვილი გვინიშნავს თავის პირად მომსახურე პერსონალს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს”-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...