გიგი უგულავა: “ქართული ოცნების” ოპონენტებზე თავდასხმას “მწვანე შუქი” პირადად კახა კალაძემ აუნთო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა და განმარტა, მმართველი გუნდი იქ ახორციელებს თავდასხმებს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს.

“რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ქვისა და კვერცხის სროლას ნახავს. რა ადგილებშიც უჭირს, იმ ადგილებში ვხედავთ თავდასხმებს. ეს ხელისუფლება პირველი დღიდან ისროდა კვერცხებს და ამ კვერცხებით გაისტუმრებენ ჩვენი მოქალაქეები. ამას ყველაფერს მწვანე შუქი კალაძემ აუნთო, ეს ივანიშვილის გარეშე არ იქნებოდა. კალაძეს ორი დღის წინ ჰქონდა თათბირი და პირდაპირ უთხრა თავის ხალხს, რომ რაც გინდათ გააკეთეთ, არავინ მოგთხოვთ პასუხს. გლდანის ინციდენტმა გვანახა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მივიღოთ ფატალური შედეგ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ: 27 სექტემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

იგი ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშინეს.

დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის”  წევრებს თავს დაესხნენ.

მარნეულში ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 29 სექტემბერს დღისითაც მოხდა. მიზეზი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად