გიგი უგულავა: “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ამის შესახებ გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან” ერთად განაცხადა.

“მაღალი ალბათობით 120/30-ზე იქნება მიღებული, ჩვენი ფრაქცია ისევე როგორც“ ნაციონალური მოძრაობა“ ხმას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე იქნება გათავისუფლებული. ამის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორი ტაქტიკით გავა ოპოზიცია.

რაც არ უნდა თეთრ ხალათს ამოეფაროს “ქართული ოცნება”, შიმშილი და უბედურება წინ გვაქვს. ეს სახეზეა. მე ვფიქრობ მხოლოდდამხოლოდ ოპოზიციის გამარჯვებით, კოალიციური მთავრობით და ახალი რეფორმები არის რომელიც შეძლება ამ ჭაობიდან, ეკონომიკური უფსკრულიდან ქვეყნის ამოყვანას.
ქართული ოცნება უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად და რაც უფრო მეტ მავნებლობას იზამს, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის მომავალში” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად