გიგი უგულავა: “ქართული ოცნება” პირდაპირ დაემსგავსა ტურების ხროვას

ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.

“ქართული ოცნება” პირდაპირ დაემსგავსა ტურების ხროვას. ყველა ის ვინც მონაწილეობდა, პირდაპირ მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება ეს ნაგავი, მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის რეჟიმი.

ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა, 10/1 ვინც ჩხუბობს. უბრალოდ, მართლა დედა თქვენებს რას ვერჩით თორემ მოსაკითხები ხართ სათითაოდ. იმიტომ რომ არ გესმით რა არის დეპუტატი. ჩვეულებრივი არ შემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ”,-ამბობს გიგი უგულავა.

ხმაური საკრებულოში – სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად