გიგი უგულავა: ”ქართული ოცნება” აცნობიერებს, რომ ნარმანიას მმართველობა იყო ფიასკო და კრახი

გიგი უგულავამ გადაცემაში ''360 გრადუსი'' თბილისის მერის არჩევნები შეაფასა. მისი შეფასებით, კალაძის კაპმანია აცდენილი იყო ყველაფერს და ის ვერ ხედავდა პრობლემებს.

''ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე პარამეტრი ავიღოთ, რითიც მერე პროგნოზი გავაკეთოთ მომავალ მერზე. პირველი – ნარმანიას დამოკიდებულებიდან გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება აცნობიერებს მისი მმართველობა იყო ფიასკო და კრახი. მეორე – რაც შეეხება მთელ რიგ საკითხებს, რასაც კალაძე წინასაარჩევნოდ საუბრობდა. ზოგადად კალაძის კამპანია ჩემი აზრით აცდენილი იყო ყველას და ყველაფერს. ის ასხივებდა სიმდიდრეს, დაუნახავობას პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს და ქედმაღლობას. მდიდარი, ფოში კამპანია იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მან გაიმარჯვა და თბილისელებმა მას მხარი დაუჭირეს. ეს არის ოცნების ინერცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.'', – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...