გიგი უგულავა: ქართული ეკონომიკის განვითარების 20 წლიანი გეგმა თვითონ თურნავაა

ქართული ეკონომიკის განვითარების 20 წლიანი გეგმა თვითონ თურნავაა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ეკონომიკის მინისტრის შესახებ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.

“გამოვიდა გუშინ ღარიბაშვილი და ეკონომიკის 10 წლიანი გეგმის შემუშავება დაავალა. ამის ცოდნა რომ ჰქონოდა იმ თურნავას, აქამდეც იზამდა. ეს თურნავა იქ ზის 20004 წლიდან. ქართული ეკონომიკის განვითარების 20 წლიანი გეგმა თვითონ თურნავაა. იმიტომ, რომ 20 წელია იმ სამინისტროში ზის.

მაგრამ, სიმართლე ის არის, პერსპექტივა აღარ არის. აღარც ეკონომიკური, აღარც სოციალური და აღარც ადამიანური. იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ივანიშვილის ფინიში. ყველაზე ცუდი კანდიდატი შეარჩია, ეს იმას ნიშნავს, რომ იბრძოლებს და საზიზღრობებს იზამს, ეს ყველაფერი ჩვენ ხომ ვნახეთ და ეს ხომ ღარიბაშვილის ხელწერა იყო?!” – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...