გიგი უგულავა პრეზიდენტს: “მინდა მოგმართოთ რომ განიხილოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილ გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართეს.

“საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. რომლის მიხედვითაც – „განსხვავევების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.“. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ჩემს პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მე მივმართე საზოგადოებასა და ჩემს კოლეგებს ოპოზიციაში, რომ ჩემი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. ეს ჩემთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც ჩემი, ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მინდა მოგმართოთ რომ განიხილოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.” -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ტაბულა” ავრცელებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად