გიგი უგულავა: პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ

ამის შესახებ სოხიალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგუვა წერს და ფოტოს აქვეყნებს.

“ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით რაც პირის ცემას გულისხმობს😂
ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს🙈
#მემიყვარსჩემიპატრული😍” – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ, რის შემდეგ ისინი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ, უგულავამ მედიასთან განაცხადა: მეც და გიორგი გაბაშვილმაც ექსპერტიზაზე უარი ვთქვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად