გიგი უგულავა: პარტიული კლერკები ზუგდიდში არ მიიღება, ეს უნდა ესმოდეს ყველას

ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია, რომელსაც მე ვურჩიე პოლიტიკურ შარში გახვევა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ, გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და ელენე ხოშტარიასთან, შალვა შავგულიძესთან, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მაგრამ ამავე დროს, რომ ჩემი წარმომადგენელია, ესე კაცის კაცი და პარტიული კლერკები ზუგდიდში, არ მიიღება. ეს უნდა ესმოდეს ყველას კარგად, როდესაც ვსაუბრობთ ზუგდიდზე”,- განაცხადა გიგი უგულავამ, გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”.

შეგახსენებთ, ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად