გიგი უგულავა: პარტიულად, ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” იქნება

ვანო მერაბიშვილი გუშინ თუ გუშინწინ ვნახე და ვესაუბრე. პარტიულად ის “ნაციონალურ მოძრაობაში იქნება” – განაცხადა გადაცემა 360 გრადუსში ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

“როგორი ფორმით იქნება და რანაირად, ეს უკვე “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა. ჩემი და ვანო მერაბიშვილის მეგობრობა “ვარდების რევოლუციამდე” დაიწყო, 1998 წლიდან, მეგობრობა სხვა რაღაცაა და რაც შეეხება პოლიტიკურს…” – განაცხადა გიგი უგულევამ.

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი რჩევები მისთვის მნიშვნელოვანი იყო:

”ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და რჩევები მნიშვნელოვანი იქნება. ისევე როგორც, სხვა ჩემი მეგობრების რჩევევი. არ ვაპირებ არავისთან ვიკინკლაო, ვინმეს სკამი დავიკავო. გავაკეთებ ჩემ საქმეს ანგარების გარეშე. არავის პირობას არ ვუყენებ. ადგილების და პირადი ანაგრიშწორებაზე საუბარს”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ 20 მაისს განაცხადა.

ციხიდან გამოსული “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ ერთიანი ოპოზიციური ფორმატითი მისი მაჟორიტარად დასახელების წინააღმდეგი იქნება.

“მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა. მისი მაჟორიტარობის წინააღმდეგი ვიქნებოდი ერთმნიშვნელოვნად, თუ ეს ეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად