გიგი უგულავა: პარტიები არ აიზილებიან ერთმანეთში, მაგრამ მკაფიო იქნებიან, რომ ივანიშვილს მთავრობა არ შეუქმნან

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე.

“ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან იდეოლოგიით, მაგრამ ამ ყველა ადამიანს აერთიანებს ერთი რაღაცა – ყველა ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი არის ივანიშვილი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ქვეყნის ეგზისტენციალურ პრობლემად იქცა უკვე ივანიშვილი. არის საკითხები, სადაც წარმოუდგენელი იყო ამ სამი თვის განმავლობაში ეს და ამიტომ მინდა, რომ ამ ხალხს მადლობა გადავუხადო. იმიტომ რომ ძნელია, ერთად დასვა ის პარტიები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ. ივანიშვილის გათვლა ამაზეა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ და ესენი ვერ გაერთიანდებიან. მაგრამ, მოხერხდა ეს ყველაფერი, მოხერხდა გაერთიანება, მოხერხდა გაერთიანება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. პარტიები არ აიზილებიან ერთმანეთში, მაგრამ პარტიები მკაფიო იქნებიან იმაში, რომ ივანიშვილს არ შეუქმნან მთავრობა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ასეთი პარტიები მით უფრო ბევრი იქნება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად